Skip to main content.

რუსუდან ცისკრელმა მოგვაწოდა SUSE 9.3 Pro Review ქართულ ენაზე [2005 წლის 11 მაი.]

სტატიათა (Doc) განყოფილებას ახალი საინტერესო წერილი შეემატა. SUSE 9.3 Pro-ს განხილვა ძალიან საინტერესო სტატიაა და SUSE Linux 9.3 Professional პროდუქტს საინტერესოდ და ვიზუალურად აღწერს. სტატიის ქართულენოვანი ვერსიის ავტორი რუსუდან ცისკრელი გახლავთ. იგი GNU Linux სისტემის ერთერთი პირველი მომხმარებელია საქართველოში და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გაქართულების პროექტებში. მან გამოსცა Kernel Compilation HowTo-ს ქართული ვერსია, ხოლო ამჟამად მუშაობს ლინუქსის დისტრიბუციათა მიმოხილვაზე.

გამოქვეყნდა Mozilla FireFox-ის ქართული ენის პაკეტი [2005 წლის 10 მაი.]

ეს გახლავთ FireFox-ის ქართულენოვანო ლოკალიზაციის საწყისი, საცდელი ვარიანტი. გადმოწერეთ, გამოცადეთ და მიიღეთ მონაწილეობა ტარგმანში და ქართულენოვანი თარგმანის დახვეწაში!

მიიღეთ მონაწილეობა Mozilla FireFox-ის გაქართულების პროექტში პირდაპირ ვებ-გვერდიდან! [2005 წლის 9 მაისი]

შესაძლოა გაგონილი გქონდეთ, რომ დიმიტრი გოგელიამ გადაწყვიტა Mozilla-ს პროდუქტების ქართულ ენაზე ლოკალიზება და კოორდინირებს ამ პროექტს. რათა ყველა დაინტერესებულ პირსა და მსურველს გაუადვილდეს პროექტში მონაწილეობის მიღება, სათარგმნი მოდულები გამოქვეყნდა ჩვენს Online Translation (ონლაინ თარგმანების) განყოფილებაში. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა! დამატებითი ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ Mozilla-ს განყოფილებაში.

დაემატა ონლაინ თარგმანის მოდული! [2005 წლის 7 მაი.]

ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ სასურველ ლოკალიზაციის პროექტში პირდაპირ ჩვენი გვერდის მეშვეობით და აღარ დაგჭირდებათ რაიმე დამატებითი პროგრამის ან სისტემის დაყენება. მოინახულეთ Online Translation განყოფილება და შეუდექით სასურველი პროგრამის თარგმანს!

ფრაზათა უმეტესობა უკვე ითარგმნა კომპიუტერის მიერ თარგმანის მეხსიერების (TM) პროგრამით, რაც ნიშნავს, რომ უმეტეს ფრაზაზე უკვე არის შემოთავაზებული ქართული თარგმანი, რაც თარგმანს საგრძნობლად გააადვილებს და სისტემა მთარგმნელს შესაბამის ქართული ტერმინის ავტომატურად შესთავაზებს, თუ ასეთი ტერმინი რომელიმე სხვა ქართულ ლოკალიზაციის პროექტში გამოყენებულია!

გვერდს დაემატა ტერმინოლოგიის ონლაინ ლექსიკონი! [2005 წლის 4 მაისი]

ქართულენოვან IT ტერმინოლოგიის ლექსიკონი მრავალ ადამიანს დასჭირვებია, ამა თუ იმ ლოკალიზაციისპროექტზე მუშაობისას და აი ისიც!. მიუხედავად იმისა, თუ რომელ გაქართულების პროექტშიც არ უნდა იღებდეთ მონაწილეობას, თქვენ შეგიძლიატ გამოიყენოთ ტერმინების ონლაინ ლექსიკონი ამა თუ იმ ტერმინისა თუ ფრაზის ქართული შესატყვისის საპოვნელად (თუ ასეთი ტერმინი ან ფრაზა რომელიმე პროექტში თარგმნილა ქართულად)! ლექსიკონი ეფუძნება სხვადასხვა რესურსისა თუ პროგრამის არსებულ ქართულ თარგმანებს, რაც ერთერთი საუკეთესო გზაა სასურველი ტერმინის საპოვნელად. ლექსიკონს ახალი თარგმანები ხშირად დაემატება.

OSGF-ის ოფისში მოეწყო eRiders პროექტის პრეზენტაცია [2005 წლის 24 აპრ.]

eRiders Presentation22 აპრილს OSGF-ის თბილისის ოფისში წარმოდგენილი იქნა პროექტი eRiders - Open Consultants. პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში ხელი შეუწყოს თავისუფალი, ღია კოდზე დაფუძნებული FLOSS პროდუქტების გავრცელებასა და გამოყენებას. პროექტს საქართველოს სხვადასხვა მხარეში ყავს წევრები. წევრები ასევე ხელს უწყობდნენ გაქართულების პროექტებს და კვლავაც გააგრძელებენ მოღვაწეობას ამ სფეროში. eRiders პროექტთან დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე www.eriders.ge

სტუმართა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომერციული კომპანიების წარმომადგენლები, IT და ლოკალიზაციის ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ. პროექტის დირექტორმა ანა კეშელაშვილმა პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად FLOSS პროდუქტების უპირატესობებზე ისაუბრა, ხოლო პრეზენტაციის ბოლოს სტუმრებს GNU/Linux და FLOSS პროდუქტების CD დისკები დაურიგდათ.

მოგვიანებით მოეწყო განხილვა თემისა, თუ რა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფაზე უნდა შეაჩეროს არჩევანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურბის პროექტში. განხილვაში ერთმანეთს შეადარეს კომერციული და FLOSS ღია კოდზე დაფუძნებული პროდუქტები. დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია UGT-ს (კომპანია Microsoft-ის პარტნიორი საქართველოში, რომელიც ასევე MS Windows-ის გაქართულებას განახორციელებს) კორპორატიულ გადაწყვეტილებათა დირექტორი სანდრო ჯეჯელავა. განხილვას ასევე ესწრებოდნენ ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი და სტუდენტები (Filière Francophone en Informatique de l'UTG). ეს ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია საგანმანათლებლო პროცესში მხოლოდ FLOSS ღია კოდურ პროდუქტებს წარმატებით იყენებს (მათ ასევე გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ Mandriva Linux-ის გაქართულების პროექტში, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია თავისი არჩევანი.

გამოქვეყნდა ინფორმაცია დანარჩენ გაქართულების პროექტებზე [2005 წლის 6 მარ.]

გვერდს დაემატა ინფორმაცია სხვადასხვა გაქართულების პროექტების შესახებ, ასვე მნიშველოვანი გარე პროექტების რამდენიმე ბმული.

Doc განყოფილებაში ორი ახალი სტატია გამოქვეყნდა [2005 წლის 5 მარტი]

სტატიათა განყოფილებას ორი ახალი წერილი შეემატა. Mac-ზე და MS Windows-ზე ქართული ენის მხარდაჭერის შესახებ. სტატიების წაკითხვა აქედან შეგიძლიათ.

დაემატა OpenOffice.org ოფიციალურად გაქართულების პროექტის აღწერა [2005 წლის 27 თებ.]

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია OpenOffice.org -ის ოფიციალურ ქართულენოვან პროექტთან დაკავშირებით. გთხოვთ შემოგვიერდეთ პროდუქტის სრულად გაქართულებაში, ვინაიდან ეს პროდუქტი დიდ როლს შეასრულებს საქართველოში კომერციული პროდუქტებიდან ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პროდუქტებზე მიგრაციაში. დამატებითი ინფორმაცია იზილეთ OpenOffice.org პროექტის აღწერილობაში.

მიიღეთ მონაწილეობა ტერმინოლოგიის პროექტში [2005 წლის 26 თებ.]

დაიწყო ტერმინოლოგიის პროექტი. ამიერიდან ქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა გაქართულიების პროექტებისათვის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავება/ მიღებაში. ტერმინოლოგიის პროექტში რეგისტრირებულ მონაწილეებს საშუალება აქვთ დაამატონ საკუთარი თარგმანები და გამოთქვან შენიშვნები სხვათა მოწოდებულ შენიშვნებზე.

გაქართულებით დაინტერესებულ ადამიანთა შეხვედრა [2005 წლის 20 თებ.]

დღეს შეიკრიბა გაქართულებით დაინტერესებული ხალხი და განიხილეს სხვადასხვა პროდუქტის ქართულ ენაზე ლოკალიზების და პროექტების ლოკალიზაციის ჯგუფის წევრებს შორის კოორდინაციის საკითხები, ასევე დაგეგმეს ის ახალი პროდუქტები და სერვისები, რომელიც ამ საიტზე უნდა იქნეს ინტეგრირებული გაქართულების პროექტების გასაადვილებლად.

მალე ახალი შეკრებაც მოეწყობა.

ამოქმედდა სრულიად რეორგანიზებული გვერდი [2004 წლის 24 ოქტ.]

როგორც იქნა გამოქვეყნდა სრულიად განახლებული და რეორგანიზებული The საიტი. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ განყოფილებები, გაეცნოთ ინფორმაციას სხვადასხვა გაქართულების პროექტებტან დაკავშირებით და შეგვატყობინოთ თქვენი აზრი საიტის ახალ ინტერფეისთან, დიზაინთან და შინაარსთან დაკავშირებით, ასევე მოგვაწოდოთ იდეა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ გვერდი და რომელი პროდუქტის გაქართულების პროექტი დავამატოთ. ძირითადად გასაქართულებელი პროდუქტების არჩევისას უპირატესობა გავრცელებულ და პოპულარულ პროდუქტებს ენიჭება, შესაძლოა გამონაკლისიც დავუშვათ, თუ პროექტი ქართველ IT მომხმარებელს გამოადგება.

გვერდზე გამოქვეყნებულია იმ პროექტთა უმეტესობა, რომელსაც Aiet (ნოშრე ჩხაიძე) კოორდინირებდა. აქ თქვენ იხილავთ ყოველი პროექტის დაწვრილებით აღწერილობას და ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი შემოგვიერთდეთ. სულ ცოტაოდენი თავისუფალი დროის გამონახვით და ამდენივე შემართებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას.

თუ თქვენს სისტემაში ქართულად კითხვას ან წერას ვერ ახერხებთ, გადახედეთ Doc განყოფილებას. აქ თქვენ იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დავამატით/ გავააქტიუროთ ქართული ენის მხარდაჭერა სხვადასხვა პლატფორმასა თუ სისტემაში.

ახალი საიტი ცდილობს ახალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და თითქმის ყველა სისტემიდან და ყველა პროგრამიდან კითხვად უნდა იყოს. ახლა კი გადახედეთ სტატიებს!